
საკრებულოს თავმჯდომარე და დიპლომატი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ არცერთ ქვეყანაში არ ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში დიპლომატები ისე, როგორც საქართველოში და არც საზოგადოებას აქვს ისეთი რეაქციები დიპლომატების ნათქვამზე, როგორც ჩვენს ქვეყანაში.
როგორც ზურაბ აბაშიძემ რადიო ,,სივრცის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, არცერთ ქვეყანაში დიპლომატები
საჯარო სივრცეში ისე არ ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, როგორც საქართველოში.
"როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ელჩი ნებისმიერ ქვეყანაში ასე მოიქცეს, არავინ მისცემს მას ამის საშუალებას, ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენლებიც კი არ აკეთებენ ამას. ეს არის სახელმწიფოს უპატივცემულობა“ - განაცხადა აბაშიძემ და განმარტა, რომ დიპლომატს შეუძლია შეხვდეს ვისაც უნდა, გააჟღეროს მისი პოზიციები, გადასცეს ნოტა, მაგრამ არა საჯარო სივრცეში.
მისივე თქმით, არც დიპლომატები იქცევიან ასე სხვა ქვეყნებში, და არც საზოგადოებას აქვს ისეთი აღქმები მათ ნათქვამზე, როგორც საქართველოში - ეჭვი არ შეაქვთ მათ განცხადებებში.
"მაშინ რაში გვჭირდება სახელმწიფო, პარლამენტი, მთავრობა ან საკრებულო. მართონ ქვეყანა ამ ხალხმა. ეს ხომ აბსურდია“ - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
ზურაბ აბაშიძის აზრით, ახლა ამ საკითხის გარდატეხა ხდება შემდეგი თაობის პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც უკვე მიჩვეულები იქნებიან, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და გადაწყვეტილებას იღებს ძალა, ვისაც ხალხი აირჩევს.
0
0
Bloomberg: ევროპა კუთხეშია მომწყვდეული
23/11/2025