
„მე მგონი ძალიან კარგი ურთიერთობა ექნებოდა, სხვათაშორის ივანიშვილი შემხვდა და მითხრა, რომ აი, ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო ჩემი პოლიტიკაში მოსვლა არ იქნებოდა საჭიროო.“ - ასე უპასუხა ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ რადიო “სივრცის” გადაცემაში - “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან” სტუმრობისას წამყვანის კითხვას, თუ როგორი ურთიერთობა ექნებოდათ ზურაბ ჟვანიასა და ბიძინა ივაიშვილს:
„მე მგონი ძალიან კარგი ურთიერთობა ექნებოდა, სხვათაშორის ივანიშვილი შემხვდა და მითხრა, რომ აი, ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო ჩემი პოლიტიკაში მოსვლა არ იქნებოდა საჭიროო. შეიძლება, ეს მართლაც ასეა და მისთვისაც უკეთესი ყოფილიყო, რომ თავისუფალი ყოფილიყო ამ ტვირთისგან. ვერ ვიტყვი, რომ რაც ზურას შეეძლო, როგორც ზურა ხედავდა და როგორც ზურა გააკეთებდა იმ მიმართულებით წავიდა, მაგრამ ის, რომ რაღაც პასუხისმგებლობა აიღო ქვეყანაზე ეს ფაქტია.“ - აღნიშნა ჟვანიამ.
0
0