29/11/2024
17:17
საზოგადოება
ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მოგვიანებით კი, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და შეძახილებით „გამოდი, გამოდი“ მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. დემონსტრანტებმა ფეხით მსვლელობის დროს რამდენიმე ლოკაციაზე გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს.
ამ წუთებში კი, აქცია მერიის შენობასთან გრძელდება.
„რთულია ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა გამარჯვება არის შესაძლებელი. მშვიდობიანი ბრძოლით, დასავლური, ევროპული მეთოდებით, ჩვენ შევძლებთ საქართველოში დავამარცხოთ რუსული რეჟიმი“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
0
0