ზუგდიდში საკრებულოდან მოშიმშილეები გაიყვანეს
A-
+A
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ძველი მოწვევის საკრებულოს სხდომა უნდა გამართულიყო.
სწორედ ამის საშუალება არ მისცეს მათ მოშიმშილე აქტივისტებმა. ადგილზე ვითარება დაიძაბა, მოშიმშილეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ზუგდიდის საკრებულოს წარმომადგენლებს შორის.
„ესენი არიან ვადაგასული საკრებულოს წევრები და რასაც აკეთებენ ახლა, ეს არის უკანონობა. მათ უნდა იცოდნენ, რომ უკანონობაზე მოუწევთ სამართლებრივად პასუხის გაცემა“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.
ამასთან, სამართალდამცველებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან, სადაც ბიუჯეტის შესახებ უნდა ემსჯელათ, მოშიმშილეები გაიყვანეს.
მოშიმშილეები ძველი მოწვევის საკრებულოს შეკრებას აპროტესტებენ.
სამართალდამცველებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილეების ლეიბები და სხვა ნივთები გაიტანეს.
0
0
464
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%