26/10/2024
19:24
არჩევნები 2024
ზუგდიდში ერთ-ერთი ამომრჩეველი – 77 წლის ნათელა კვიტია – ამბობს, რომ კომისიის წევრმა, რომელმაც მასთან გადასატანი ყუთი მიიტანა, თავად გააფერადა ბიულეტენში „ქართული ოცნება“.
„მომიტანეს ბიულეტენი, ჩემთვის უნდოდათ გადაეცათ. მე მხედველობა არ მაქვს კარგი, ამიტომ ვთხოვე, შვილიშვილს შეეძლო თუ არა ჩემ მაგივრად. კიო, მითხრა. რომ მისცა ის ბიულეტენი [შვილიშვილს], წაართვა და თვითონ შემოხაზა 41 დამკვირვებელმა. მერე ჩემი შვილიშვილი შეედავა. შემიცვალეთო, უთხრა, და გადავკეცავთო, [უპასუხეს]. არაო, ახალი მომეცითო, და შემოხაზა, თვითონ [კომისიის წევრები] რო ხედავდნენ, ისე, 4 ნომერი. მე ეს მქონდა გეგმაში. ეს გააკეთა ჩემმა შვილიშვილმა“, – ყვება იგი.
უბნის კომისიის თავმჯდომარე, სადაც ნათელა კვიტიაა რეგისტრირებული, ამბობს, რომ ბიულეტენი კომისიის წევრებმა ნიმუშის სახით გააფერადეს:
„იყო ასეთი სიტუაცია. იყვნენ კომისიის წევრები, იმ დროისთვის არ იმყოფებოდა [ადგილზე მისი] შვილიშვილი. ნიმუშის სახით [შესთავაზეს] გაფერადება ამომრჩეველს. მე როგორც ვიცი, საჩივარიც შემოიტანმა შვილიშვილმა. შვილიშვილი ამბობს, რომ კომისიის წევრმა გააფერადა. ვესაუბრე კომისიის წევრს და ის უარყოფს“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“.
0
0