ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებელებლების მოძრაობა აღდგა
A-
+A

ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებელებლების მოძრაობა აღდგა, - ამ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დაახლოებით 35 წუთში დაიძვრება თბილისი-ბათუმის, ხოლო 45 წუთში თბილისი-ფოთის მატარებლები.
ამ მიმართულებით რეისები ხაზის დაზიანებამ გამოიწვია. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რომელიც დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა.
ამის გამო გაჩერდა ოთხი მიმართულების სამგზავრო მატარებელი. ესენია: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და ზუგდიდი-თბილისი.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით ორი საათი დასჭირდება.
პარალელურად, კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება“, – განაცხადეს „საქართველოს რკინიგზაში“.
0
0
474
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%