
ზოგიერთს ყველგან მიშა ნუ გელანდებათ, მეოთხე წელია პუტინის ტყვეა და პუტინის მონებისგან ამ ქვეყნის დახსნა უნდა, დემოკრატიული ძალების ერთმანეთის ჭმით ეს არ მიიღწევა, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს.
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებასა და სიცოცხლეს სწირავს ქვეყნის პუტინისგან გათავისუფლებას.
„ზოგიერთს ყველგან მიშა ნუ გელანდებათ. მეოთხე წელია პუტინის ტყვეა და ერთადერთი რამ უნდა – პუტინის მონებისგან ამ ქვეყნის დახსნა, ამას წირავს თავისუფლებას და სიცოცხლეს. დემოკრატიული ძალების ერთმანეთის ჭმით ეს არ მიიღწევა. წერტილი“, – წერს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ სინამდვილეში ბურჭულაძე მიშას „კუკლაა“ და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან ერთად იყენებს ყველა ერთობის ასარევად, სადაც მიშა არაა ცენტრში, ამას ემსახურება ეს კლოუნადა“. ამასთან, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე.
0
0
სატყეო გზების რეაბილიტაცია სოფელ კეხოვანში
01/08/2025