ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ვაქცინაციის ე.წ. ირიბი იძულების გზას მიჰყვება, ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ - ნათია თურნავა
18/10/2021
13:35
საზოგადოება
A-
+A
ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ვაქცინაციის ე.წ. ირიბი იძულების გზას მიჰყვება. ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, აუცრელი პირები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რესტორნებში, სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში ვეღარ შედიან, თუმცა, ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი, ამიტომაც ეს პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.
„ჩვენ, ჯერჯერობით, იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა მე პირადად მივესალმები ცალკეული ბიზნესის ინიციატივებს, გახდნენ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი და თავისი გადაწყვეტილებით მათ აქვთ უფლება, რომ გარკვეული რეგულაციები თავისი ობიექტის შიგნით შემოიღონ“, - განაცხადა თურნავამ.
0
0
448
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%