
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს.
„ეს იყო სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალიც ამჯერად ღიად და პირდაპირ მიდის ივანიშვილამდე, რომლის მიზანია მოქალაქეების დაშინება, ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა.
ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს, არ მჭირდება ეს გახსენება, არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებივარ პოლიციელების ზურგს ან თანამდებობას, ისე, როგორც დღეს ეს მიშიშარა ბიჭები იმალებიან, არც ბასიანის მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები და პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი.
ახლაც, ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება, ეს იქნება ევროპის დედაქალაქები, პარლამენტი და თუნდაც, ქუჩა“, - ამბობს გიორგი გახარია
0
0