"ზოგი ზრდასრული იყო, ზოგიც - ბავშვი...” - ისრაელის ერთ-ერთ კიბუცში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს
A-
+A

ისრაელის მოხალისეობრივი სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია ZAKA-ს ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ღაზის საზღვართან მდებარე კიბუც ბეერში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს. კიბუცი სასოფლო-სამეურნეო კომუნაა ისრაელში.
„კიბუციდან ცხედრები მთელი დღის განმავლობაში გამოგვქონდა”, - თქვეს ორგანიზაციაში.
ორგანიზაციაში ასევე განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე 108 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა კიბუცის ტერიტორია ჯერჯერობით სრულად არ არის გაწმენდილი.
„დღეს მოხალისეები ბეერის კიბუცში შევიდნენ და იქ საზარელი სანახაობა დახვდათ - ზოგი გარდაცვლილი ზრდასრული იყო, ზოგიც - ბავშვი”, - თქვა Zaka-ს წარმომადგენელმა.
სოფელი ბეერი ღაზის სექტორთან მდებარე პატარა სოფელია. ამ ეტაპზე ცნობილი დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, ჰამასელმა ტერორისტებმა მოსახლეობის 10% გაანადგურეს.
0
0
314
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%