წლევანდელი არჩევნები გადარჩენის არჩევნები იქნება, - აცხადებს „ლეიბორისტების“ წარმომადგენელი გიორგი გუგავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი უგულავას განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც „წლევანდელი არჩევნები, სექსი არჩევნები არ იქნება“.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ მან არ იცის, ვინ როგორ უყურებს და აღიქვამს არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესს.
„არ ვიცი, ვინ რას ეძებს, ზოგი სექსს ეძებს არჩევნებში და ზოგი სხვა რაიმეს, მაგრამ ჩემთვის ეს არჩევნები ქვეყნის გადარჩენის არჩევნები იქნება. მე ასე ვუყურებ არჩევნებს. ვინ როგორ უყურებს არ ვიცი, ვის რა ასოციაცია უჩნდება, ეს მის ფანტაზიაზეა დამოკიდებული“, - აცხადებს გუგავა.
შეგახსენებთ, გიგი უგულავამ "ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ „ეს არ იქნება „სექსი“ არჩევნები“.
კითხვაზე, რას ნიშნავს „სექსი“ არჩევნები, უგულავა იხსენებს 2003 წლის რევოლუციის წინა პერიოდს და აღნიშნავს, რომ მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ მზარდი ორგანიზმი იყო, რომელმაც საზოგადოების სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაერთიანება შეძლო.
0
0