21/01/2025
11:10
საზოგადოება
"გუშინ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, მის მიერ ჟურნალისტიკაში დაწესებულ კონკურსში, ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზია "ფორმულას" ჟურნალისტის ფინალისტობა გვახარა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ზიზღის და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება, იგივეა, რაც ზიზღის და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა.
"გუშინ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, მის მიერ ჟურნალისტიკაში დაწესებულ კონკურსში, ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზია "ფორმულას" ჟურნალისტის ფინალისტობა გვახარა. დღეს ეს ტელევიზია ტერორს აგრძელებს. ზიზღის და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება, იგივეა, რაც ზიზღის და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა", - წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0