ჟურნალისტიკიდან ჟიჟილისტიკამდე!- გელა ზედელაშვილი ნინო ჟიჟილაშვილზე
A-
+A

"ჟურნალისტიკიდან ჟიჟილისტიკამდე!"- ასე ეხმაურება ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის დეკანის, ნინო ჟიჟილაშვილის მიმართვას კურსდამთავრებულებისადმი.
"გუშინ ვიდეო გავრცელდა, ე.წ. ჟურნალისტი და კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის დეკანი ნინო ჟიჟილაშვილი ჟიჟილისტიკის კურსდამთავრებულებს მიმართავს:
მზად ხართ, რაც გასწავლეთ, პრაქტიკულად გამოიყენოთო?
მზად ხართ, რამდენჯერაც ვახო სანაიას და მზია ამაღლობელს დააპატიმრებენ, იმდენჯერ გაატრაკოთო?
კიიიიიიიიი, მზად ვართ, ყოველთვის გავატრაკოთო, - მიუგეს ჟიჟილისტიკის კურსდამთავრებულებმა და ტაშიც დაუკრეს.
პასუხი ისე მოეწონა ჟიჟილისტიკის დეკანს, სიამოვნებისგან აკრუსუნდა და გამოაცხადა: მაშინ მოდით და წაიღეთ დიპლომები კონა ათ შაურად, თქვენზე ალალია, თქვენ უკვე ,,გამზადილი'' აკაცუკები ბრძანდებითო.
მივიდნენ კურსდამთავრებულები და წაიღეს დიპლომები, სადაც გარკვევით წერია: ,,იმანო ამანოშვილმა წარმატებით დაამთავრა ჟიჟილისტიკის ფაკულტეტი''.
ვიცოდი, განა არ ვიცოდი, რომ ქართული ჟურნალისტიკის ერთი ნაწილი ქართულ ჟიჟილისტიკამდე მივიდოდა? ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა, მისი ფუძემდებელი ეროსი კიწმარიშვილი გახლავთ.
ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ჟიჟილაშვილმა ისიც ჰკითხა თავის ყოფილ შეგირდებს - ისაო, მზად ხართ, იყოთ კეთილსინდისიერებიო?
ჰა, ჰა, ჰა!
ჟიჟილაშვილი, კაცო, კეზერას მსახური ეკითხება ამათ, ამ ჟიჟილისტიკის კურსდამთავრებულებს, მზად ხართ, იყოთ კეთილსინდისიერებიო? მარტო კეთილები კი არა, სინდისიერებიცო.
კიიიიიიიიი, ბაზარი არ არიო, - მიუგეს იმათ და ჟიჟილაშვილი ისევ აკრუსუნდა. თან გულში სითბო ჩაეღვარა, რომ შრომა წყალში არ ჩაეყარა. ხომ შეიძლებოდა, იმათ ეთქვათ - არა, ჩვენ აკაცუკობა არ გვინდაო? მერე სად უნდა წასულიყო?
ამხანაგებო!
მიხედეთ ამ სფეროს, ჟიჟილისტიკის ფაკულტეტი მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტში არ მოქმედებს, თითქმის ყველა უნივერსიტეტში იგივე მდგომარეობაა და არც ჯავახიშვილშია უკეთესობა. თავის დროზე თამაზ წივწივაძემ სწორად შენიშნა: ,,ნაცობა'' ძალიან ჰგავს ზეთს, რომელიც იღვრება და ყველა ჭუჭრუტანაში აღწევსო.
2012-ში ,,ნაცობა'' კი არ გადაშენდა და გაქრა, ის უბრალოდ დაიღვარა და ყველა ჭუჭრუტანაში შეაღწია.
ახლა ის არის საფიქრალი, ამ მყრალი ზეთისგან რანაირად უნდა გაიწმინდოს თითქმის ყველა სფერო.
არ გაიწმინდება? უახლოეს ხანში მივიღებთ კატასტროფას!"- წერს გელა ზედელაშვილი.
0
0
124
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%