
cnews და ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ.
სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი დახვდათ.
კილაძე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე შენობის მფლობელს, ბიზნესმენ ბენ ანორს ადანაშაულებს.
“4 წელზე მეტია მედია ჰოლდინგი "ქრონიკა+" და საინფორმაციო სააგენტო cnews ამ შენობაშია. ეს მოხდა ამ შენობის დამფუძნებლების თანხმობით, მათ შორის ბენ ანორის. პირდაპირ გეუბნებით, რომ ბენ ანორი გრიგოლ ლილუაშილის მართული პირი იყო. მთელი დღე, დილიდან პარალიზებულები ვართ. პარალელურად, საიტიც გათიშა. რაღაც გაუგებარი წარწერაა "cnews"-ის საიტზე - გადაუხდელობის გამოო.
რამდენიმე შემოთვლა ჰქონდა ბენ ანორს, მათ შორის მთავაზობდა ფულს, 30 000 დოლარს, რომ ეს ფართი დამეცალა. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. თავის დროზე მთავაზობდა დაეფინანსებინა საინფორმაციო სააგენტო და უარი ვუთხარი, რადგან ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებლები.
ეს არ იყო მისი ფართი, ეს მისი ფართი გახდა ახლა, როცა საპროცესო შეთანხმებით მიიღო ეს შენობა. გამოვიძახეთ პატრული და ველოდებით ახლა ხელისუფლების გადაწყვეტილებას. თუ ჩვენ დღის ბოლომდე არ მოგვეცემა საშუალება, რომ შევიდეთ ჩვენს ოფისში და გაგრძელდეს შემდეგ სამოქალაქო დავა, ამას არავინ გაურბის, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ბენ ანორი არის ხელისუფლებსი ხელში მარიონეტი, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ”. - თქვა კილაძემ.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია.
0
0