
ამ დონის ღონისძიება ხუთი წლის განმავლობაში ერთხელ ტარდება, 100-ზე მეტი ქვეყანა პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზეა წარმოდგენილი და უნიკალური შესაძლებლობაა კოლეგებთან შეხვედრების, კომუნიკაციის და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების განხილვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში განაცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.
პაპუაშვილის თქმით, შეხვედრებისას მისი მხრიდან ყველაფერი ქართული გადმოსახედიდან იქნება წარდგენილი.
„შესაძლებლობა მექნება, როგორც კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების, ასევე კონფერენციის ფარგლებში საუბრის. ასევე, კოლეგების წინაშე სიტყვით გამოვალ იმ თემატიკაზე, რაზეც კონფერენცია ტარდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან, ქართული გადმოსახედიდან იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025