
უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება. ჟენევაში უკრაინას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპის სახელმწიფოებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპის სამშვიდობო გეგმა 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა, ინფორმაცია "ფაინენშალ თაიმსმა" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა უცნობია, რა პუნქტები ამოვარდა სამშვიდობო პროექტიდან.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში ღია საკითხებია, რასაც ის დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილავს. შტატების პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით წარმატებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს თუმცა ტრამპი არ გეგმავს ამ კვირაში ზელენსკისთან შეხვედრას.
ცნობილია კრემლის პოზიციაც, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ გეგმა, შესაძლოა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს.
0
0