
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ ევროპა განიხილავს, როგორ უპასუხოს აშშ-ს გრენლანდიასთან დაკავშირებულ მუქარას.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს დღეს გერმანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად განიხილავს.
„გვსურს, რომ ვიმოქმედოთ, მაგრამ ეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ბაროს თქმით, ის მარკო რუბიოს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობა გამორიცხა.
„გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ვესაუბრე. მან დაადასტურა, რომ აშშ-ს ეს მიდგომა არ აურჩევია. სახელმწიფო მდივანმა გრენლანდიაზე აშშ-ის შეჭრის შესაძლებლობა გამორიცხა“, – განაცხადა მან.
0
0
ვერცხლისა და ოქროს ფასები რეკორდულად დაეცა
01/02/2026