
ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს, სასჯელის, 27 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთის, მოხდა დაავალა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მოსამართლე ალექსანდრ დე მორაესმა დაადგინა, რომ საქმე საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდა და შემდგომი სააპელაციო საჩივარი აღარ შეიძლება.
70 წლის ბოლსონარუ დამნაშავედ ცნეს შეთქმულების ხელმძღვანელობაში, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლებაში მის შენარჩუნებას მას შემდეგ, რაც მან 2022 წლის არჩევნები მემარცხენე კონკურენტთან, ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან წააგო.
ბოლსონარუ სასჯელის მოხდას დედაქალაქ ბრაზილიაში, ფედერალური პოლიციის ციხის საკანში დაიწყებს, სადაც შაბათიდან იმყოფება მას შემდეგ, რაც იქ შინაპატიმრობიდან გადაიყვანეს გაქცევის რისკის არსებობის გამო.
კვირას გამართულ სხდომაზე ბოლსონარუმ აღიარა, რომ ცდილობდა ტერფზე დამაგრებული მონიტორის გახსნას შედუღების უთოთი. მისი მტკიცებით, გაქცევის განზრახვა არ ჰქონდა და მისი საქციელის მიზეზი მედიკამენტებით გამოწვეული პარანოია იყო.
მოსამართლე მორაესმა გასცა ბრძანება, რომ ბოლსონარუს, რომლის სამედიცინო გუნდმაც ადრე განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, სამედიცინო დახმარება გაეწიოს.
0
0