
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000 ქვირითი ზემო იმერეთში, კვერეთის აღკვეთილის მდინარეების სათავეში განთავსდა. ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა მთის მდინარეების შენაკადებში თავსდება, სადაც იგი ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.
„ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.
2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეების დათევზიანება, ჯამში, 700 000 ქვირითით მოხდება“, – აღნიშნულია ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
0
0