16/12/2021
12:20
სამართალი
ეს სასჯელი გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის მოქალაქისთვის, გასულ კვირას მოითხოვა. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 14-თვიანი სასამართლო მოსმენებისა და თითქმის 50 მოწმის დაკითხვის შემდეგ, ფედერალური პროკურორი ბრალდების მხარის ძირითად ბრალდებებს დადასტურებულად მიიჩნევდა. ბრალდების მტკიცებით, "ხანგოშვილი პოლიტიკური მოტივით, რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოკლეს, ბრალდებული ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი კი დაკავშირებული იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან". რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მკვლელობასთან კავშირს.
შეგახსენებთ, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლისზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მდებარე პარკში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ ხანგოშვილზე ძებნა გამოაცხადა ტერორიზმში ბრალდებით.
ბრალდებულის სასამართლო პროცესი 2020 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობდა.
0
0