-share.jpg)
ამერიკულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია „ეროვნულმა საკონსტიტუციო ცენტრმა“, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველწლიური პრემია - „თავისუფლების მედალი“ მიანიჭა. დაჯილდოების ცერემონია ფილადელფიაში გაიმართა, რომელსაც უკრაინის ლიდერი ვიდეომიმართვით შეუერთდა.
„მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ, როგორც ახლა, ურყევი ერთობა იმ დღემდე, როცა ყველანი გავიგებთ მნიშვნელოვან სიტყვებს, რომლებზეც ვოცნებობდით. სანამ გავიგებთ, რომ მშვიდობა ბოლოს და ბოლოს აღდგა. დემოკრატიები არ უნდა ჩერდებოდნენ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ ფულად პრემიას, რომელიც თან ახლავს „თავისუფლების მედალს“, ბოროდიანკაში, ვეტერანთა რეაბილიტაციის ცენტრს გადასცემს .
0
0
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026