05/11/2024
14:29
მსოფლიო
„ზელენსკის სურს პოლონეთი რუსთთან ომში ჩაითრიოს“- განაცხადა პოლონეთის ვიცე-პრემიერიმა კშიშტოფ გავკოვსკიმ, რითაც მან უპასუხა ვარშავას უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების მოწოდებას.
მანვე აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინას გადარჩენაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ პოლონელმა პოლიტიკოსებმა ქვეყანა რუსეთთან ომამდე არ უნდა მიიყვანონ.
„მოდით გულწრფელად ვისაუბროთ: რა სურს ზელენსკის. მას სურს, რომ პოლონეთმა ჩამოაგდოს რაკეტები უკრაინის თავზე, ანუ მას სურს, რომ პოლონეთი შევიდეს ომში, ანუ მას სურს, რომ პოლონეთმა იბრძოლოს რუსეთთან“, - განაცხადა გავკოვსკიმ პოლონურ რადიო ZET-ის ეთერში.
მან ასევე მწვავედ ისაუბრა უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთობებზე. გავკოვსკის თქმით, უკრაინას "დაავიწყდა, რამდენი გააკეთა პოლონეთმა მისთვის" და "ვერ აცნობიერებს რა სიტუაცია იქნებოდა" რომ არა პოლონეთის დახმარება. გავკოვსკის თქმით, უკრაინა არაკეთილსინდისიერად იქცევა პოლონეთის მიმართ.
0
0