
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მცდელობა, გადაებირებინა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩაიშალა.
ზელენსკი უკვე დათანხმდა ტრამპის მიერ ინიცირებულ ცეცხლის დროებით შეწყვეტას და შეერთებულ შტატებთან მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. სტატიაში ნათქვამია, რომ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინადადებით, ზელენსკი ასევე 15 მაისს თურქეთში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა.
თუმცა, The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ ამ მიდგომამაც კი ზელენსკის პრაქტიკულად არაფერი მოუტანა.
,,პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი კვლავ გადაერთო რუსეთის პრეზიდენტის მიერ კონფლიქტის დასასრულებლად შემოთავაზებული ქმედებების თანმიმდევრობაზე და ასევე შეარბილა თავისი პოზიცია მოსკოვის მიმართ,’’ - წერს გაზეთი.
0
0