
რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ამბობს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბიძინა ივანიშვილისთვისა და ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართა.
"სხვათა შორის, მე მივმართე პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების საბჭოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით - [ივანიშვილი] ქართველი, პრორუსი ოლიგარქია და ქართული ოცნების დამფუძნებელი; ასევე სანქციები უნდა დაწესდეს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომელიც ამ პარტიას ახლა ხელმძღვანელობს და რომელიც მუდმივად იმეორებს რუსულ ნარატივს. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, იმისათვის რომ რუსეთს დაუახლოვდეს და ეს ხდება მაშინ, როცა ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან. ზუსტად ამიტომ აუცილებელია ამ ადამიანების წინააღმდეგაც სანქციების დაწესება", - წერს ოლექსი გონჩარენკო.
0
0