
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანმა და საერთაშორისო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ გაეროში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას კრიტიკული რეაქცია მოჰყვა არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს, ისინი ეხმარებიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში".
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ პოლონელებს შეურაცხყოფა აღარ მიაყენოს.
პშიდაჩის თქმით, კიევმა შესაძლოა ცუდი ემოციების საფუძველზე იმოქმედა.
"ალბათ, პრეზიდენტ ზელენსკის ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც მას უბრალოდ ცუდ რჩევებს აძლევენ", - ხაზგასმით აღნიშნა პოლონელმა მაღალჩინოსანმა.
პშიდაჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთს არ სურს ვარშავა-კიევის ხაზზე ისედაც დაძაბული ვითარების გამწვავება.
0
0