
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა, უარი თქვას აშშ-სთან მინერალების შესახებ შეთანხმების გაფორმებასა და თავად უკრაინაზე.
„ზელენსკიმ გადაწყვიტა, უარი თქვას აშშ-სთან მინერალების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე და, თუ ამას გააკეთებს, მას გარკვეული პრობლემები შეექმნება... დიდი, დიდი პრობლემები", - თქვა ტრამპმა თეთრი სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანამდე კი, უმაღლესი რადას დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ინიცირებული უკრაინული რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი პროექტი უკრაინისთვის ხელსაყრელი არ არის. მისი თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებს შეერთებული შტატების მონაწილეობას ყველა სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის ნავთობისა და გაზის, მოპოვების მართვაში, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კი არაფერია ნათქვამი.
თავის მხრივ, ზელენსკიმ შეერთებული შტატები შეთანხმების პირობების შეცვლაში დაადანაშაულა. ის ასევე არ ეთანხმება ტრამპს, რომ ვაშინგტონის მიერ გაწეული დახმარება უკრაინის ვალია.
0
0