04/09/2023
11:53
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეცვლა. ალექსეი რეზნიკოვის ადგილი სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა უნდა დაიკავოს. უკრაინის პარლამენტს მისი კანდიდატურა ჯერ არ დაუმტკიცებია.
„ალექსეი რეზნიკოვი სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტია თანამდებობაზეა. ჩემი აზრით, სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან“, - განმარტა ზელენსკიმ გადაწყვეტილება.
ეს მოხდა სამინისტროში და სამხედრო კომისართა სისტემაში რამდენიმე კორუფციული სკანდალის შემდეგ.
41 წლის უმეროვი დაიბადა ბულუნგურში, უზბეკეთში, დეპორტირებული ყირიმელი თათრების ოჯახში. იყო რამდენიმე საინვესტიციო ფონდის მმართველი დირექტორი. 2019 წელს იგი აირჩიეს უმაღლეს რადაში. ის 2022 წლის შეჭრის შემდეგ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების ჯგუფის წევრი იყო. იმავე წელს ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ქონების ფონდს.
0
0