16/06/2023
11:14
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ უკრაინის მიმართ ამერიკის სამხედრო დახმარებას.
ზელენსკიმ ისინი უკრაინაში მიიწვია და თქვა, რომ მისი ქვეყნის დამარცხება მოსკოვთან უფრო ფართო კონფლიქტს ნიშნავს.
"რომელიმე კანდიდატი ან სენატორი, ვინც ფიქრობს, რომ ძვირი ჯდება უკრაინისთვის აშშ-ს მხარდაჭერა, მზადაა ომში წასასვლელად? ბრძოლისთვის? მისი შვილების გასაშვებად? მზად არიან სიკვდილისთვის? რადგან მათ ამის გაკეთება მოუწევთ, თუ NATO ჩაერთვება ომში და თუ უკრაინა დამარცხდება, თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენს, რუსეთი გააგრძელებს ამას ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ა.შ. ისინი ომს დაიწყებენ NATO-ს რომელიმე წევრ ქვეყანასთან და ამ სიტუაციაში აშშ-ს მოუწევს არჩევანი გააკეთოს NATO-ს დაშლასა და ომში წასვლას შორის", - თქვა ზელენსკიმ.
0
0