
ზელენსკიმ თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს შორის არსებულ კონფლიქტზე პირველი კომენტარი გააკეთა: მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს.- განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობასა და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთქმედების პრობლემები
„სხვადასხვა დონეზე“ არსებობს და ეს მხოლოდ ფედოროვსა და სირსკის შორის არსებულ პირად კონფლიქტს როდი ეხება. მისი თქმით, ზედმეტად ბევრი გადაუჭრელი საკითხი დაგროვდა — დაწყებული მობილიზაციითა და ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრების მუშაობით, დამთავრებული ცალკეულ ბრიგადებში არსებული ვითარებითა და ფრონტზე შექმნილი პრობლემებით. თუმცა, მსგავს დავებში ის რომელიმე მხარეს ვერ დაიჭერს: „ძალიან მინდოდა ერთიანობა ყოფილიყო. მხარეებმა ეს ერთიანობა ვერ გამონახეს. ეს კი არა მხოლოდ მათი, არამედ ჩემი პრობლემაც არის... გამორიცხულია, ერთმა გაიმარჯვოს, პასუხი კი მეორემ აგოს. ერთად ვიმარჯვებთ და პასუხსაც ერთად ვაგებთ“.- განაცხადა ზელენსკიმ.
1
0