05/07/2023
17:36
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც მთავარი გამოწვევების სამი ძირითადი საკითხი განიხილეს.
„დღეს შტაბის სხდომა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა მთავარი გამოწვევების განსახილველად. პირველი არის ატომური ელექტროსადგურების დაცვა. მოხსენებები წარადგინეს საჰაერო ძალების სარდალმა ოლეშჩუკმა, მინისტრმა კლიმენკომ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა დეინეკომ. ასევე მოვუსმინეთ “ენერგოატომის” დირექტორს, კოტინას და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის დირექტორს”, - დაწერა ზელენსკიმ “ტელეგრამზე”.
მისი ინფორმაციით, მეორე საკითხი, რომელიც შტაბის სხდომაზე განიხილეს, ფრონტზე არსებული სიტუაცია იყო. მოისმინეს მეთაურების: ზალუჟნის, სირსკის, ტარნავსკის, მოსკალევისა და ნაევის მოხსენებები.
“მესამე საკითხი არის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის საკუთარი წარმოების შემდგომი გაფართოება, დასავლური სტილის აღჭურვილობის შეკეთების ტემპის დაჩქარება”, - დაწერა ზელენსკიმ.
0
0