
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„წარდგენილი განცხადების შესაბამისად, კირილო ტიმოშენკო გათავისუფლდეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირილო ტიმოშენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
ტიმოშენკოს არ განუმარტავს, რატომ ითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება. მან მხოლოდ მადლობა გადაუხადა ზელენსკის ნდობისთვის და „ყოველდღე და ყოველ წუთს კარგი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის“.
ტიმოშენკომ ასევე მადლობა გადაუხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ყველა ხელმძღვანელს.
„ჩვენ შევძელით ქვეყანაში ძლიერი გუნდის შექმნა. თქვენ ნამდვილად მაგრები ხართ. თქვენ სინათლის ნამდვილი მეომრები ხართ!" - დაწერა მან.
0
0