28/02/2023
14:58
მსოფლიო
როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც მოსკოვმა თავაზიანად დააიგნორა - რუსეთმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია ომის დასრულების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
ამასთან, კრემლმა გაიმეორა, რომ ის კვლავ მზადაა კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ მოლაპარაკებების მეშვეობით შეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას განაპირობებდა. თუმცა ექსპერტების თქმით, რუსული ჯარები არ დაყრიან იარაღს და არ დატოვებენ ქვეყანას უახლოეს მომავალში, რადგან მოსკოვის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზაობა გასაკვირი არ არის, რომ დიდ გაფრთხილებასაც ნიშნავდეს.
რუსეთი არ იტყვის უარს უკრაინის ოთხ რეგიონზე - ლუგანსკზე, დონეცკზე, ზაპოროჟიესა და ხერსონზე. ამიტომ მოსკოვის პოზიციის უცვლელობის პირობებში კონფლიქტის დასრულების რაიმე შანსი ნაკლებად სავარაუდოა.
"გარკვეული რეალობის წინაშე ვართ, რომელიც უკვე შიდა ფაქტორად იქცა. არსებობს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია და მისი იგნორირება შეუძლებელია. რუსეთი ვერასოდეს შეძლებს კომპრომისზე წასვლას და ეს არის მნიშვნელოვანი რეალობა", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
მეორე მხრივ, კიევს სურს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ დატოვოს უკრაინის ტერიტორიები, მათ შორის ოთხი ანექსირებული რეგიონი და ყირიმის ნახევარკუნძული
0
0