
წელს არის დრო, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სამშაბათს Twitter-ზე დაწერა.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომის მეხუთე დღეს, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა და კანდიდატის სტატუსი მიიღო.
„წელს დროა მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი, როგორც არასდროს.
„სწორედ უკრაინაა, რომელიც იცავს ევროპულ ღირებულებებს მომავალი თაობებისთვის. სწორედ უკრაინაში ხდება ევროპა მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი. ერთად ბრძოლაში, ერთად გამარჯვებაში. გაუმარჯოს ევროპას! გაუმარჯოს თავისუფლებას!“ - დაწერა ზელენსკიმ.
0
0