25/06/2022
17:04
პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ქვეყნის ელჩი, მათ შორის საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი. კერძოდ, ზელენსკიმ თანამდებობიდან ელჩები შემდეგ ქვეყნებში გაათავისუფლა: საქართველოში - იგორ დოლგოვი, სლოვაკეთში - იური მუშკუ, პორტუგალიაში - ინაა იგნივეცი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში - სერგეი ბურდილიაკი, ლიბანის რესუბლიკაში - იგორ ოსტაშა.
ამასთან, პრეზიდენტი ზელენსკი აპირებს თანამდებობიდან გაათავისუფლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, გადაწყვეტილება ბაკანოვის გათავისუფლების შესახებ უკავშირდება ხერსონში წარუმატებელ ოპერაციას.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის, იგორ დოლგოვის გაწვევას ხელი მიმდინარე წლის 31 მარტს მოაწერა.
0
0