
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიული პირს სანქციები დაუწესა.
მან შესაბამისი განკარგულება გამოსცა.
ამით ამოქმედდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული 120 ფიზიკური და 287 იურიდიული პირის მიმართ სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენების შესახებ.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გაითვალისწინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უსაფრთხოების სამსახურის წინადადებები და სანქციები დაუწესა 120 პირს, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, მაგრამ ასევე არიან კვიპროსის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები.
სანქციები დაუწესდა 287 იურიდიულ პირს, მათ შორის ლატარიის ორგანიზატორები, იპოდრომები, საინვესტიციო და გასართობი კომპანიები.
სანქციები გათვლილია 50 წელზე.
0
0