11/07/2023
17:38
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვილნიუსში პირველად ჩავიდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკი ვილნიუსში პოლონეთის სახელმწიფო თვითმფრინავით ჩავიდა. ვილნიუსში ჩავიდა არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკაც.
დღეს ვილნიუსში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამიტი დაიწყო. მასში უკრაინაც მონაწილეობს.
კიევს სამიტზე ალიანსში გასაწევრიანებლად სურს მიწვევა. ამასთან, უკრაინას ესმის, რომ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ.
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, სამიტზე უნდა დაზუსტდეს უკრაინის ნატო-ში შესვლის კონკრეტული მექანიზმი.
გარდა ნატო-ს წევრობის მოწვევისა, უკრაინას სურს უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან, სანამ ის ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
0
0