
13 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს კომისიის სხდომაში, სადაც ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილება. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ბრალდებები, რომლის თანახმად, ტრუხანოვს რუსული პასპორტი აქვს, რაც შესაძლოა ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი გახდეს.
“2014 წლიდან ჩემს მიმართ მსგავსი მუქარები რეგულარულად ისმის. დღეს (12 ოქტომბერს), ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი პროვოკაცია მზადდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მაქვს... 2014 წლიდან მუდმივად განვმარტავდი, რომ არ მაქვს და არასდროს მქონია რუსეთის მოქალაქეობა. უკრაინის ყველა შესაბამისმა ორგანომ შემამოწმა - მათ ყველაფერი იციან. პირველად, ვერხოვნა რადას პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა ანატოლი კინახმა ჩემს წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებზე რუსეთის საკონსულოს პასუხი წაიკითხა, რომელშიც დადასტურდა, რომ არ მაქვს რუსეთის მოქალაქეობა. შემდეგ, 2016 წელს, ეს მიგრაციის სამსახურმაც დაადასტურა.
გარდა ამისა, 2018 წელს, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა ასევე მიმართეს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს. აღმოჩნდა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშებში რეგისტრირებული არ ვარ, როგორც რუსეთის მოქალაქეობის მფლობელი. ამჟამად, გავრცელებული ჭორების გასარკვევად გამოძიებას თავად ვატარებ“, - თქვა ტრუხანოვმა.
0
0
დღეს სვეტიცხოვლობაა
14/10/2025
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025