20/01/2025
14:19
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ სთხოვა აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ინაუგურაციაზე მიწვევა, თუმცა უარი მიიღო.
დონალდ ტრამპ უმცროსმა ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან უკრაინის ლიდერის ბოლო ინტერვიუ გააკრიტიკა, რომელშიც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის, 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციას ვერ დაესწრებოდა, ,,რადგან მის ქვეყანაში ომია.’’
,,ინტერვიუში ყველაზე სასაცილო ნაწილი ისაა, რომ მან [ზელენსკიმ] არაოფიციალურად სამჯერ გვთხოვა ინაუგურაციაზე მიგვეწვია და ყოველ ჯერზე უარი ვუთხარით. უცნაური ადამიანია... ახლა კი ისე იქცევა, თითქოს მან თავად გადაწყვიტა, რომ აქ არ ჩამოსულიყო,“ - თქვა დონალდ ტრამპ უმცროსმა.
აშშ-ის მომავალი პრეზიდენტები, როგორც წესი, თავიანთ ინაუგურაციაზე დასასწრებად უცხოელ ლიდერებს არ იწვევენ. მიუხედავად ამისა, ტრამპმა დაარღვია ტრადიცია და მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნობოა და პარაგვაის პრეზიდენტი სანტიაგო პენა.
0
0