30/07/2023
16:59
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 29 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინის ბახმუტის რეგიონში ფრონტის ხაზზე ჩავიდა, რათა უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს სამხედროებისთვის სახელმწიფო მედლები გადაეცა.
"დღეს მე ვარ აქ, რათა ჩვენს მეომრებს პროფესიული დღე მივულოცო, პატივი ვცეთ მათ ძალას. მე მოვისმინე მეთაურის სიტყვა, ვესაუბრე მეომრებს. მადლობა მათ!" - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მან მოინახულა სამხედროები "მოწინავე პოზიციებზე", თუმცა, იგი დამატებით დეტალებზე მათი ამჟამინდელი მისიის შესახებ არ ისაუბრებს.
ზელენსკი სპეციალური ძალების ტაქტიკური ჯგუფების სამეთაურო პუნქტში, ქალაქ ჩასივ იარში იმყოფებოდა, რომელიც ბახმუტის დასავლეთით, დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. ჩასივ იართან ერთად, ზელენსკი ჩავიდა კრამატორსკში, სლავიანსკში, დრუჟკივკასა და კოსტიანტინივკაში.
"მნიშვნელოვანი დღეა უკრაინისთვის, მისი შეიარაღებული ძალებისთვის. ჩემთვის პატივია, მოგილოცოთ ეს დღე. ჩვენ გვესმის, რომ ვითარება მარტივი არ არის, მაგრამ თქვენ ძლიერი ხალხი ხართ - გისურვებთ ძალას, ჯანმრთელობასა და გამარჯვებას". - მიმართა ზელენსკიმ სამხედროებს.
0
0