
თეთრ სახლში აშშ-ის ლიდერთან ერთობლივ ბრიფინგზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთთან მშვიდობის დამყარებას ცდილობს და ის, აპრილის ბოლოს, სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა, რათა საუკეთესო არჩევანის გაკეთების შესახებ რჩევა მიეღო.
სირილ რამაფოსამ დონალდ ტრამპის შეკითხვაზე, „რა ჯანდაბას აკეთებდა ზელენსკი სამხრეთ აფრიკაში?“, უპასუხა:
„ის ცდილობს მშვიდობის დამყარებას. იცით, ჩვენ გაგვიმართლა, რადგან გვყავდა დიდი ნელსონ მანდელა, რომელმაც გვასწავლა, როგორ დამყარდეს მშვიდობა და წესრიგი. ამიტომ ჩვენ მას [ზელენსკის] გავუზიარეთ ეს გაკვეთილები, ეს ცოდნა. მასთან საუბრისას განსაკუთრებით აღვნიშნე, რომ ნელსონ მანდელამ ასე გვასწავლა: თუ გსურთ ქვეყანაში მშვიდობის მიღწევა, გააკეთეთ ეს უპირობოდ, დასხედით და ისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას გაითვალისწინებს“, - თქვა რამაფოსამ.
0
0