
ზელენსკი რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებზე გაცვლას სთავაზობს- ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.
"ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ კოსმონავტის დღეს დააკავეს მედვედჩუკი. ის 48 დღის განმავლობაში იმალებოდა და ბოლოს, გადაწყვიტა გაქცევა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ "კოსმონავტისთვის" - ამ სიტყვის ცუდი გაგებით - ცნობილმა გამოთქმამ- "წავიდეთ!" არ იმუშავა.
განსაკუთრებით ცინიკურად მიმაჩნია მისი მხრიდან სამხედრო ფორმის ტარება. ის, ცდილობდა შენიღბვას. აი, ასეთი "მეომარია". აი, ასეთი "პატრიოტია". თუ მედვედჩუკმა აირჩია სამხედრო ფორმა, ის ექვემდებარება ომის წესებს.
მე ვთავაზობ რუსეთს, გაიცვალოს ეს თქვენი ბიჭი რუსეთის ტყვეობაში მყოფ ჩვენ ბიჭებზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმაც, განიხილონ ასეთი შესაძლებლობა."- აცხადებს ზელენსკი.
0
0