
ზელენსკის თქმით, უკრაინამ რუსეთს ის გეგმები დაუნგრია, რომელსაც დიდხანს ამზადებდნენ. უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტებს მიმართავს, რომ ისინი მრისხანე პასუხს მიიღებენ.
"ჩვენ ვართ ერი, რომელმაც დაამსხვრია მტრის გეგმები, ერთ კვირაში ჩვენ დავანგრიეთ გეგმები, რომლებსაც წლების განმავლობაში ამზადებდნენ. მტრების მორალური მდგომარეობა უარესდება. კიდევ უფრო მეტი ოკუპანტი გარბის ჩვენგან სახლში. მე გულწრფელად ვარ აღფრთოვანებული იმ უკრაინელებით, რომლებიც შიშველი ხელებით გამოდიან და საკუთარი ქალაქებიდან სდევნიან ოკუპანტებს. მათ შერცხვენით ვაგდებთ! ისევე, როგორც მაშინ, როცა ცდილობენ თავისთვის საჭმელი იშოვონ. ეს ძალაუფლების ომი არ არის, ეს არის ომი გზააბნეული ბავშვების, რომლებიც გამოიყენეს.
ერთ კვირაში თითქმის 9 ათასი რუსი ჯარისკაცია მოკლული. ნიკოლაევის მიმართულებით ვერტმფრენებით უწევთ 19-20 წლის 200-300-მდე ბიჭის წაყვანა", - თქვა მან.
0
0