23/08/2023
16:39
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ საკადრო გადაწყვეტილებებზე კომენტარს გააკეთებს მაშინ, როცა შესაბამის განკარგულებებს ხელს მოაწერს. ამის შესახებ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა რეზნიკოვის გადადგომა და მისი დანიშვნა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად.
„მზად ვარ კომენტარი გავაკეთო ჩვენს სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელს მოვაწერ შესაბამის განკარგულებებს“, - ასე უპასუხა ზელენსკიმ კითხვას.
10 აგვისტოს Ukrayinska Pravda ხელისუფლებაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოლექსი რეზნიკოვის შემცვლელს ეძებდა.
0
0