უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის უმაღლეს რადას მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას სთავაზობს.
ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის ერთიანობის დღის 105 წლისთავთან დაკავშირებით მილოცვაში განაცხადა.
„დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ საკვანძო კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს კანონმდებლობაში ყოვლისმომცველი ცვლილებების მიღებას და მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს „ყველა ეთნიკურ უკრაინელს და მათ შთამომავლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მისცემს საშუალებას, ჰქონდეთ ჩვენი მოქალაქეობა“, გარდა აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებისა.
„ყველა, ვინც ემიგრაციის სხვადასხვა ტალღების პერიოდში იძულებული გახდა, დაეტოვებინა მშობლიური მიწა, აღმოჩნდნენ ევროპაში, აშშ-ში, კანადაში, აზიის ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში. ყველა, ვინც გვეხმარება, მიუხედავად ასობით და ათასობით კილომეტრის დაშორებისა სამშობლოდან“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მან ახსენა უცხოელი მოხალისეები, რომლებიც დგანან უკრაინის დასაცავად.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026