
"საბავშვო საავადმყოფო, სამშობიარო კლინიკა. რითი ემუქრებოდნენ რუსეთის ფედერაციას? რა ქვეყანაა ასეთი ეს რუსეთის ფედერაცია, საავადმყოფოებისა და სამშობიაროების რომ ეშინია და ანადგურებს მათ? იქ პატარა ბანდერელები იყვნენ? თუ ფეხმძიმე ქალები როსტოვისთვის ცეცხლის გახსნას აპირებდნენ? სამშობიაროში ვინმე რუსულენოვნებს ამცირებდა? ეს საავადმყოფოების დენაციფიკაცია იყო?". – თქვა ზელენსკიმ.
"ის, რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, სცილდება ცხოველობის საზღვრებს". – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
აქამდე, 9 მარტს მარიუპოლში მყოფ ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროს რუსული ბომბები მოხვდა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
0
0