
მშვიდობის უკრაინული ფორმულა არსებობს - უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის არსებობს გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
ზელენსკის თქმით, „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობისას ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ წინადადებები წარადგინა.
„წარმოვადგინე წინადადებები ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ - კონკრეტული და გულწრფელი. უკრაინა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს სთავაზობს ჩვენთან ერთად იყვნენ მშვიდობის თანაშემქმნელები“, - აცხადებს ზელენსკი, რომელიც მშვიდობის უკრაინულ ფორმულის დეტალებს აქვეყნებს.
უკრაინის წინადადებები ასეთია:
1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება;
2. სურსათის უვნებლობა;
3. ენერგეტიკული უსაფრთხოება;
4. ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლება;
5. გაერო-ს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა;
6. რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა;
7. სამართლიანობის აღდგენა;
8. ანტი-ეკოციდი;
9. ესკალაციის პრევენცია;
10. ომის დასრულების დაფიქსირება.
მისი თქმით, უკრაინა „მინსკი 3-ს“ არ დაუშვებს.
„ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს გააძლიეროს თავისი ძალები და შემდეგ დაიწყოს ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია. არ იქნება „მინსკი-3“, რომელსაც რუსეთი შეთანხმებისთანავე დაარღვევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0