21/10/2022
17:48
მსოფლიო
დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ სამ ამერიკელ კონგრესმენს, მაიკ ტერნერს, ჯეიმს ჰაიმსს და ერიკ სვალუელს შეხვდა.
ზელენსკის განცხადებით, სენატორებთან საუბარი ეხებოდა უკრაინის ზამთრისთვის მომზადებას, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის აუცილებლობას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასა და შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის საჭიროებას.
„განვიხილეთ ფრონტზე არსებული სიტუაცია, ასევე საკითხები, რომლებიც მოიცავს უკრაინის ზამთრისთვის მომზადებას, განადგურებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის აუცილებლობას, აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასა და შეიარაღებული ძალების საჭიროებებს. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია „საჰაერო ფარი“ - საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღება საჭირო რაოდენობით,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0