17/11/2022
12:45
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უკრაინის ლიდერს "ძლიერი ბიჭი" უწოდა და თქვა, რომ მას შეუძლია რუსეთს ომი მოუგოს. თუმცა, მისივე თქმით, შეერთებული შტატები და "თავისუფალი სამყარო" უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ „ამ ომის გაგრძელება აღარ ღირს".
ჯორჯ ბუში სიტყვით გამოვიდა დალასში "თავისუფლებისა და დემოკრატიის" კონფერენციაზე, რომელშიც პრეზიდენტი ზელენსკი ვირტუალურად უნდა ჩართულიყო, მაგრამ რუსეთიდან ახალი თავდასხმებისა და პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტის შესახებ დებატების შემდეგ, მან მონაწილეობა არ მიიღო.
ბუშის განცხადებით, მას სჯერა, რომ ისტორია ზელენსკის შეაფასებს, "როგორც შესანიშნავ ლიდერს", და დასძინა, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„უკრაინის დამარცხება გავლენას მოახდენს ამერიკელ თაობებზე. არასტაბილური ევროპა, სადაც ტირანი დააბიჯებს, გავლენას მოახდენს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე”, - თქვა ბუშმა.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამჟამად კონგრესს თხოვნით მიმართავს, გადაუდებელი დახმარების სახით, უკრაინას $37 მილიარდზე მეტი გამოუყოს.
0
0