-share.jpg)
დღეს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებების (რომლის თანახმადაც, ვლადიმერ პუტინი მისთვის „არავინ“ არის და, ამიტომ, არ არის დაინტერესებული მასთან საუბრით) საპასუხოდ განაცხადა:
„არ მგონია, რომ ამაზე პასუხი იყოს საჭირო. ის თვითონ უკვე დიდი ხანია აღარ არის პრეზიდენტ პუტინის შესაძლო ოპონენტი. ზელენსკიმ არ შეასრულა თავისი საარჩევნო დაპირებები უკრაინის დონბასის რეგიონში სიტუაციის განმუხტვისა და მინსკის შეთანხმებების პირობების თვალსაზრისით. ის ომისთვის ემზადებოდა“, - თქვა დიმიტრი პესკოვმა.
უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თავდაცვით ომს აწარმოებს ნატოს წინააღმდეგ, და თავის მხრივ, ალიანსი ამას უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებით ადასტურებს.
0
0