
პრეზიდენტი ზელენსკი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა და სამხედროებს შეხვდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
"ჩვენ წინ მივიწევთ. მშვიდობისთვის. მთელი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობისთვის მზად ვართ ", - ციტირებს გამოცემა მის სიტყვებს.
პრეზიდენტმა ასევე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში გაწეული დახმარებისთვის, ნატოსა და სხვა პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.
ვლადიმერ ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას- რატომ ჩავიდა ხერსონში:
„ყველა რისკავს: სამხედროები ყოველდღე რისკის ქვეშ არიან, ჟურნალისტები რისკის ქვეშ არიან. თქვენც ხომ აქ ხართ, ხერსონზეა ლაპარაკი. ვფიქრობ, აქ უნდა ვიყოთ, ხერსონელებს მხარი დავუჭიროთ, მხარი დავუჭიროთ ხალხს. რათა მათ იგრძნონ, რომ ჩვენ ამაზე არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არა მხოლოდ ვპირდებით, არამედ რეალურად ვბრუნდებით, ჩვენს დროშას აღვმართავთ. და კიდევ ადამიანურად, ადამიანებისგან ემოციების, ენერგიების მიღება ძალიან მსურს. ეს მოტივაციას მმატებს “, - განმარტა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ხერსონი ოკუპაციის ქვეშ 2022 წლის 2 მარტიდან იმყოფებოდა.
0
0